,,აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა''- „აქსიოსი“ 13.04.2026 23:34

 

პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულმა შტატებმა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა. ამის შესახებ „აქსიოსი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანელებმა საპასუხოდ ერთნიშნა წლის ვადა მოითხოვეს.​

„აქსიოსის" ცნობით, შეერთებულ შტატებს ასევე სურდა, ირანს ქვეყნიდან გამოეტანა გამდიდრებული ურანი, თუმცა ირანს ეს არ სურდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოებები კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება შეთანხმების მიღწევის გზაზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ