ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი 35 მილიარდი ევროს განბლოკვისთვის პეტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა 14.04.2026 12:24

ევროკომისიამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები უნგრეთის ახალარჩეულ პრემიერ-მინისტრთან, პეტერ მადიართან. ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი" წერს.

როგორც წყაროები აღნიშნავენ, ბრიუსელი მადიარისგან ითხოვს უკრაინასთან ურთიერთობის მოწესრიგებას, რუსეთის მიმართ სანქციებზე ვეტოს მოხსნასა და გრძელვადიანი რეფორმების გატარებას.

გარდა ამისა, როგორც მედია წერს, უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის დაახლოებით 35 მილიარდი ევრო გაყინულია ბრიუსელთან მთელი რიგი დავებისა და ვიქტორ ორბანის მიერ საჭირო რეფორმების გატარებაზე უარის გამო. როგორც წყარო ამბობს, თუ მადიარი მისთვის წაყენებულ 27 პირობას შეასრულებს, მაშინ ევროკავშირში ამ თანხას განბლოკავენ.

„მას აქვს სრულფასოვანი მანდატი ცვლილებებისთვის და ჩვენ მასთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ. განწყობა ასეთია: გავაორმაგოთ მასზე ფსონი. თუ ისინი შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს, ჩვენც შევასრულებთ ჩვენსას", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად საუბრისას.

ევროკომისია ასევე ელოდება მადიარსა და მის გუნდთან მოლაპარაკებების მალე დაწყებას უთანხმოების მოსაგვარებლად უნგრეთის მიერ ლტოლვილთა საკითხებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. ამ დავის გამო უნგრეთს ყოველდღიურად ერთი მილიონი ევროს ჯარიმა ეკისრება, გადასახდელი თანხა კი ამ დროისთვის 900 მილიონ ევროს შეადგენს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ