თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაშავებულია 16 პირი 14.04.2026 13:45

თურქეთის ქალაქ სივერექის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მხარის გუბერნატორის, ჰასან შილდაქის განცხადებით, მამაკაცს აღნიშნული სკოლა ჰქონდა დამთავრებული. სროლის შემდეგ მან თავი მოიკლა. პირველადი ინფორმაციის თანახმად, დაშავებულია სულ მცირე 16 ადამიანი.

„16 დაშავებული ადამიანიდან ოთხი - მასწავლებელია, 10 - მოსწავლე, ერთი - პოლიციელი, ხოლო ერთი - სასადილოს თანამშრომელი. საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ოთხ დაშავებულს - ორ მასწავლებელსა და ორ მოსწავლეს - საშუალო სიმძიმის ჭრილობები აქვთ მიღებული. ისინი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დანარჩენი 12 ადამიანი მკურნალობის კურსს სივერექის სახელმწიფო საავადმყოფოში გადის", - ციტირებს მედია შილდაქს.

მედიის ცნობით, სკოლაში სამართალდამცველები იმყოფებიან. ტერიტორია შემოსაზღვრულია და იქ არავის უშვებენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ