,,ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურ შედეგს გამოიღებს''- მარკო რუბიო 14.04.2026 22:33

 

საკითხის ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ჩარჩო, სადაც შეიძლება, რაღაც ძალიან პოზიტიური მოხდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებების დაწყებისას განაცხადა.

რუბიო იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.

„ამ საკითხის ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ წინსვლა და შევქმნათ ისეთი ჩარჩო, სადაც შეიძლება რაღაც მოხდეს - რაღაც ძალიან პოზიტიური, ძალიან მუდმივი, რათა ლიბანის ხალხს ჰქონდეს ის მომავალი, რომელსაც იმსახურებს და ისრაელის ხალხმა შეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება. ეს არის პროცესი და არა ერთდღიანი მოვლენა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი დღე", - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა, რომელიც მოლაპარაკებებში უშუალოდ არ მონაწილეობს, გამოთქვა იმედი, რომ ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანის ელჩებს შორის შეხვედრები ლიბანის ტანჯვის „დასრულების დასაწყისი" გახდება.

მისივე თქმით, სამხრეთ ლიბანში, სტაბილურობა არ დაბრუნდება, თუ ისრაელი „ოკუპაციას გააგრძელებს".

ცნობისთვის, ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ