ჯეი დი ვენსი - ვამაყობ, რომ ევროპას ვუთხარით, იარაღის ყიდვა თუ გსურთ, შეგიძლიათ, აშშ აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის უკრაინაში, ჩვენ უბრალოდ აღარ ვართ ამ საქმეში 15.04.2026 12:54

ერთ-ერთი რამ, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არის, რომ ევროპას ვუთხარით, იარაღის ყიდვა თუ გსურთ, შეგიძლიათ, შეერთებული შტატები აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის მას უკრაინაში, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აშშ-ში უკრაინისთვის იარაღის ყიდვის საქმეში აღარ არის ჩართული.

 

„სენატის ღონისძიების დროს ვიღაც მომიახლოვდა, დარწმუნებული ვარ, ეს შესანიშნავი ადამიანი იყო, მშვენიერი ადამიანი. ეს იყო უკრაინელ-ამერიკელი კლივლენდიდან, ოჰაიოდან. ეს ადამიანი ძალიან გაბრაზდა ჩემზე, რადგან ვამბობდი, რომ უკრაინის ომის დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ. მე ახლაც მჯერა ამის. ერთ-ერთი რამ, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არის ის, რომ ევროპას ვუთხარით, იარაღის ყიდვა თუ გსურთ, შეგიძლიათ, მაგრამ შეერთებული შტატები აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის მას უკრაინაში. ჩვენ უბრალოდ აღარ ვართ ამ საქმეში. ამ კეთილმა ადამიანმა ალბათ არ მომცა ხმა ამ საუბრის შემდეგ, მაგრამ ის თითქოს თითს მიშვერდა და მეუბნებოდა: „თქვენ უნდა დაუჭიროთ მხარი ჩემს ქვეყანას, თქვენ უნდა დაუჭიროთ მხარი ჩემს ქვეყანას". მე ვუთხარი, ბატონო, მთელი პატივისცემით გეუბნებით, თუ თქვენ ამერიკელი ხართ, თქვენი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია და არა ის ადგილი, საიდანაც ჩამოხვედით", - განაცხადა ვენსმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ