დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტე იხსნება და გემები ბრუნდებიან 15.04.2026 16:25

ჰორმუზის სრუტე იხსნება და გემები ბრუნდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ომი დასასრულს უახლოვდება და აშშ-ს შეუძლია, ამ ქვეყანასთან „დიდი შეთანხმება" გააფორმოს.

დონალდ ტრამპის თქმითვე, „ირანს ბირთვულ იარაღს თუ მისცემ, მსოფლიო აფეთქდება".

აშშ-ის პრეზიდენტმა 2015 წელს ხელმოწერილი ირანის ბირთვული შეთანხმება „ყველაზე ცუდ შეთანხმებად" მოიხსენია. მისი თქმით, აშშ-ს გასულ წელს ირანის ბირთვული ობიექტები რომ არ დაებომბა, ირანი ისრაელის, თავისი ახლო აღმოსავლელი მეზობლებისა და აშშ-ის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.

ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, მას შემდეგ, რაც მოისმინა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი ირანს იარაღს აწვდიდა, მან წერილი მისწერა ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს და სთხოვა, რომ ეს არ გაეკეთებინა. მისივე თქმით, სი ძინპინმა საპასუხო წერილში „არსებითად" აღნიშნა, რომ ჩინეთი ამას არ აკეთებს.

რაც შეეხება ბენზინის ფასებს, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ როდესაც ომი დასრულდება, ის მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამასთან, მისივე თქმით, ომის დასრულების შემდეგ შემცირდება ელექტროენერგიის ფასებიც.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ