15.04.2026 22:32
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა რუსულ და ირანულ ნავთობზე დროებით მოხსნილ სანქციებზე საშეღავათო პერიოდს არ გააგრძელებს.
მისი თქმით, აღნიშნული შეღავათები ეხებოდა მხოლოდ იმ რუსულ და ირანულ ნავთობს, რომელიც სანქციების დაწესებამდე უკვე გემებზე იყო დატვირთული.
ბესენტმა დააზუსტა, რომ შეღავათები ვრცელდებოდა ზღვაში 11 მარტამდე არსებულ ნავთობზე და ის უკვე მიღებული და გამოყენებულია.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როდის შემცირდება საწვავის ფასი, რომელიც ირანთან ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ბესენტმა უპასუხა, რომ ფასები დამოკიდებული იქნება ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.
ავტორ(ებ)ი :