15.04.2026 22:34
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ გააკრიტიკა აშშ-ში ისრაელის ელჩი იეხიელ ლაიტერი, მას შემდეგ, რაც ისრაელმა საფრანგეთს ლიბანთან მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი უთხრა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ისრაელის მთავრობამ ამ მოლაპარაკებების წარმართვა მიანდო ბატონ ლეიტერს - ადამიანს, რომელიც როგორც ჩანს, ძალიან დიპლომატიური, მოხერხებული და დახვეწილია. თუმცა ის, როგორც ჩანს, ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს პარტნიორი ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ლიბანს სჭირდება აღდგენისთვის", - აღნიშნავს ჟან-ნოელ ბარო.
აშშ-ში ისრაელის ელჩმა ისრაელსა და ლიბანს შორის ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ სურთ ფრანგების ჩართვა ამ მოლაპარაკებებში.
„გვსურს, ფრანგები რაც შეიძლება შორს იყვნენ, პრაქტიკულად, ყველაფრისგან, განსაკუთრებით კი, სამშვიდობო მოლაპარაკებებისგან. ისინი საჭირო არ არიან. მათ არანაირი დადებითი გავლენა არ აქვთ, განსაკუთრებით ლიბანში", - აღნიშნა აშშ-ში ისრაელის ელჩმა.
ავტორ(ებ)ი :