მარტა კოსი - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს 16.04.2026 16:37

ჩვენ ვერ მივიღებთ ახალ წევრს, რომელიც ევროკავშირს დაასუსტებს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე განაცხადა.

„არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს. ჩვენ არ ვართ მეგობართა ჯგუფი. ჩვენ ღირებულებათა საზოგადოება ვართ და როდესაც გადაწყვეტ, გინდა იყო ამ ღირებულებათა საზოგადოების და მისი ყველა სარგებლის ნაწილი, უნდა მოიქცე შესაბამისად", - აღნიშნა მარტა კოსმა.

მისი თქმით, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი თუ არ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული საქმიანობა, მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.

„გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენი დემოკრატია არ არის ნამდვილი და ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად არ არის დაღმასვლა. უბრალოდ შეხედეთ არჩევნებს უნგრეთში. მგონია, ეს სრულყოფილი დასკვნაა", - აღნიშნა მარტა კოსმა

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ