18.04.2026 20:55
ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევში ლიკვიდირებულია თავდამსხმელი, რომელმაც დღეს ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შემდეგ მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. პოლიციამ მისი განიარაღება შეძლო.
სროლის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. „ამჟამად 10 ადამიანი საავადმყოფოშია მიყვანილი ჭრილობებითა და ტრავმებით. ყველას მიეწოდება აუცილებელი დახმარება. ოთხი მძევალი გადაარჩინეს. დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრსა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს, საზოგადოებისათვის მიეწოდოს ყველა გადამოწმებული ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკოს განცხადებით, თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გახსნა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ლიკვიდირებულია.
თავდამსხმელი 1968 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქეა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ბრიფინგზე განაცხადა.
„მან დემიევსკის ქუჩიდან დაიწყო თავისი განზრახვის შესრულება. გზად ოთხი ჩვენი მოქალაქე დახვრიტა, მეხუთე გარდაცვლილი კი მაღაზიაში მძევლად აყვანილი მოქალაქეა", - განაცხადა კლიმენკომ.
ავტორ(ებ)ი :