18.04.2026 21:02
რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დებატები მის ინტერესში არ შედის.
„როგორც ჩანს, ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან დებატებს ვცდილობდი, რაც საერთოდ არ არის ჩემს ინტერესებში", - განაცხადა პაპმა ანგოლაში ვიზიტის დროს.
ამასთან, პაპმა კვლავ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და აღნიშნა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს".
ცნობისთვის, რომის პაპი ლეო XIV-მ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, იპოვოს გზა ირანის ომის დასასრულებლად. დონალდ ტრამპმა კი, პაპთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ - სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია და არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. ამის საპასუხოდ, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მისი მოწოდებები სახარებაზეა დაფუძნებული და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია.
ავტორ(ებ)ი :