18.04.2026 23:21
ხმების საბოლოოდ დათვლის შემდეგ, უნგრეთში პეტერ მადიარის პარტიამ პარლამენტში იმაზე მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე აქამდე იყო დათვლილი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტია „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა. მედიის ცნობით, წინასწარი დათვლის თანახმად, „ტისა” პარლამენტში 138 ადგილის მოპოვებას შეძლებდა, ყველა ხმის დათვლის შემდეგ კი ეს რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ პარლამენტში 52 ადგილი ექნება, პარტიას „ჩვენი სამშობლო“ კი – 6.
აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
ავტორ(ებ)ი :