,,უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს''- ლავროვი 19.04.2026 15:48

 

უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე.

„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება", - აღნიშნა ლავროვმა.

შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით სამმხრივი მოლაპარაკებები ბოლოს 16 თებერვალს გაიმართა. მომდევნო შეხვედრა, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა გამართულიყო და მარტისთვის გადაიდო, ირანის ომის გამო აღარ შემდგარა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ