20.04.2026 12:49
ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აშშ-თან მოლაპრაკებების შემდეგი რაუნდის გეგმა თეირანს არ აქვს.
„ჩვენ გვჯერა ირანის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად ვადების ან ულტიმატუმების", - აღნიშნა ბაღეიმ.
გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა. ამ ფაქტმა თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ავტორ(ებ)ი :