ილჰამ ალიევი - მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება 20.04.2026 13:44

 

მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის" მნიშვნელობა იზრდება. ზანგეზურის დერეფანი კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონულ სატრანსპორტო კავშირს, რომელიც აზიასა და ევროპას დააკავშირებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ქსელების გაფართოებას.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონში სტაბილურ და დივერსიფიცირებულ ენერგომომარაგებას.

„კონფლიქტის დასრულებამ აზერბაიჯანს საერთაშორისო ჩართულობის გაფართოების ახალი შესაძლებლობებიც შეუქმნა. აზერბაიჯანის თავმჯდომარეობა თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციასა და აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციაში, მისი გაწევრიანება D-8 ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მეთაურების საკონსულტაციო შეხვედრების მასპინძლობა და COP29-ის წარმატებული მასპინძლობა ასახავს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მიმართ მზარდ საერთაშორისო ნდობას", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ