20.04.2026 19:50
ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებულნი არიან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, მოლაპარაკებების ხელმძღვანელი, გავლენიანი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა მუჰამედ ბაღერ გალიბაფი შეხვედრას იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მასში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც მიიღებს მონაწილეობას.
ვენსის გამგზავრება ვაშინგტონიდან პაკისტანის მიმართულებით სამშაბათს არის დაგეგმილი.
ხანგრძლივი ფრენის გათვალისწინებით, ირანის დელეგაციას საკმარისი დრო ექნება თეირანიდან ისლამაბადში ჩასასვლელად.
ავტორ(ებ)ი :