21.04.2026 20:35
ისრაელმა არმიის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც ლიბანში ქრისტეს ქანდაკება დააზიანეს, პატიმრობა მიუსაჯა.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ჯარისკაცებს 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ. ამასთან, მათ სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
„ჯარისკაცი, რომელმაც ქრისტიანული სიმბოლო დააზიანა და ჯარისკაცი, რომელმაც ეს აქტი გადაიღო, სამხედრო მოვალეობიდან გათავისუფლდებიან და 30-დღიან სამხედრო პატიმრობას მიიღებენ", - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტის მიერ ქანდაკების დაზიანების ფოტო გასულ შაბათ-კვირას ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, მოგვიანებით ისრაელის არმიამ მისი ავთენტურობა დაადასტურა და გამოძიება დაიწყო. ისრაელის ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო.
ავტორ(ებ)ი :