დონალდ ტრამპი - მივიღე გადაწყვეტილება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გავახანგრძლივოთ, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება 22.04.2026 01:20

მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ტრამპი აღნიშნავს, სამხედრო ძალებს ბლოკადის გაგრძელების შესახებ მისცა მითითება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელისუფლება სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის, პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ გვთხოვეს, შევაჩეროთ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები, ვიდრე მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. შესაბამისად, მივეცი მითითება ჩვენს სამხედრო ძალებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა მიმართულებით დარჩნენ სრულ მზადყოფნაში. ასევე მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე მათი წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება ამა თუ იმ გზით", - აღნიშნავს ტრამპი.

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურებოდა და აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ვადის გახანგრძლივებას არ გეგმავდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ