ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვით 2009 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს სიგარეტის ყიდვა მთელი სიცოცხლის მანძილზე აეკრძალებათ 22.04.2026 01:23

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს თამბაქოს აღარ მიჰყიდიან.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში ისტორიულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების მიზანი 2009 წლის შემდეგ დაბადებულ პირებში მოწევის თავიდან არიდებაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი აცხადებს, რეფორმა სიცოცხლეებს გადაარჩენს და ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას შეამცირებს.

კანონი შეეხება ნიკოტინის შემცველ სხვა პროდუქტებსაც და მათი მოწევა აიკრძალება სათამაშო მოედნებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებთან.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ