22.04.2026 14:56
გერმანული გამოცემის, „შპიგელის" ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა წარადგინა ქვეყნის ისტორიაში პირველი სამხედრო სტრატეგია, რომლის მიზანიც არის ევროპაში უძლიერესი არმიის შექმნა.
სტრატეგიის მიხედვით, გერმანიის არმიაში 260 000 აქტიური სამხედრო მოსამსახურე იქნება, რეზერვისტებთან ერთად კი შეიარაღებულ ძალებს 460 ათასი ჯარისკაცი ეყოლება.
გერმანიის სამხედრო სტრატეგიაში მთავარი ამოცანაა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
„რუსეთი ქმნის პირობებს ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმისთვის", - ნათქვამია დოკუმენტში.
სტრატეგიის მიხედვით, რუსეთიდან მომავალი საფრთხეებზე საპასუხოდ გერმანიის არმიამ უნდა განავითაროს შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობები, განსაკუთრებით კოსმოსში, კიბერსივრცესა და საინფორმაციო სფეროში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების გათვალისწინებით, ბუნდესვერმა უნდა ითანამშრომლოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტთან, თუმცა ფოკუსირებული უნდა იყოს ამოცანებზე, რომლებიც მოითხოვს სამხედრო მოქმედებებს. ამას გარდა, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები მიიღებს უფრო მეტ მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას, კერძოდ, ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს.
ავტორ(ებ)ი :