მარკ რუტე აცხადებს, ნატო ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას 22.04.2026 17:34

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, ალიანსი ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას.

 

„საფრთხეები, რომლის წინაშეც ვდგავართ, დიდია - არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, კოსმოსიდან ზღვის ფსკერამდე, რაკეტებიდან და დრონებიდან კიბერშეტევებამდე. გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ბირთვული გაფართოებაც. ირანი ტერორსა და ქაოსს ავრცელებს", - განაცხადა რუტემ.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ირანის საფრთხეზე და ამ კონტექსტში თურქეთი გამოყო.

 

„ბოლო კვირების განმავლობაში ნატო-მ ოთხჯერ წარმატებით ჩაჭრა ირანიდან თურქეთისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტები. ნატო მზადაა ასეთი საფრთხეებისთვის და ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც საჭიროა თურქეთისა და ყველა მოკავშირის დასაცავად", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ