ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში 22.04.2026 19:32

 

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა" მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში.

ფიცომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობა უკრაინისთვის სესხის გამოყოფას არ დათანხმდა და მასში მონაწილეობას არ იღებს, ისევე როგორც უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა.

ამავდროულად, მან დასძინა, რომ ეს სესხი ევროკავშირში კანონიერი გზით დამტკიცდა.

„ვვარაუდობ, რომ შესაძლოა მოხდეს ამ სესხის განბლოკვა იმ პირობით, თუ გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ნავთობსადენ „დრუჟბას" გახსნისთვის. ასევე, ტექნიკური სამსახურები გვატყობინებენ, რომ ტარდება მილსადენის წნევის ქვეშ გამოცდა და მიმდინარეობს გარკვეული მოსამზადებელი ზომები", - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

„ახლა არ დავიწყებ იმის ვარაუდს, თუ რა მოხდება, იქნება ასე თუ არა. ნდობა სლოვაკეთსა და უკრაინას შორის შერყეულია", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ