სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებების გასამართად ხვალ პაკისტანში გაემგზავრებიან 24.04.2026 23:22

 

თეთრი სახლის პრესმდივნის კაროლინ ლივიტის განცხადებით, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებების გასამართად ხვალ პაკისტანში გაემგზავრებიან.

"შემიძლია დავადასტურო, რომ სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ხვალ დილით კვლავ პაკისტანში გაემგზავრებიან მოლაპარაკებების გასამართად პაკისტანელების შუამავლობით, რომლებიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში მეგობრები და შუამავლები იყვნენ ირანის დელეგაციის წარმომადგენლებთან", - განუცხადა მან Fox News-ს.

ლივიტის თქმითვე, ირანელებმა მოითხოვეს პირისპირ საუბარი.

"ვიცე-პრეზიდენტი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ის აქ, შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და მთელი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად გაეცნობა სიახლეებს", - განაცხადა პრესმდივანმა.

"რა თქმა უნდა, ყველა მზად იქნება პაკისტანში გასაფრენად საჭიროების შემთხვევაში", - დასძინა მან.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ