ვაშინგტონში მეფე ჩარლზ მესამის ვიზიტის მოლოდინში დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ავსტრალიის დროშები დაკიდეს 25.04.2026 15:36

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის ვიზიტისთვის მზადებისას დიდი ბრიტანეთის ნაცვლად შეცდომით ავსტრალიის დროშები დაკიდეს. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.

 

კოლუმბიის ოლქის ტრანსპორტის დეპარტამენტში შეცდომა მალევე აღმოაჩინეს და დროშები შეცვალეს. საუბარია დაახლოებით 15 დროშაზე.

 

როგორც მედია წერს, სულ ვაშინგტონის ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მეფის ესკორტმა უნდა გაიაროს, დიდი ბრიტანეთის 230 დროშაა გამოფენილი.

 

აღსანიშნავია, რომ ჩარლზ მესამე ავსტრალიის მონარქიც არის, თუმცა ეს წოდება უფრო ფორმალურია, ვიდრე პრაქტიკული.

 

ჩარლზ მესამე აშშ-ს 27 აპრილს ეწვევა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ