ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევი მზად იქნება აზერბაიჯანში მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად იქნება 25.04.2026 15:44

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდის აზერბაიჯანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი მზად იქნება აზერბაიჯანში მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად იქნება.

„უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა იპოვოს ძალა, რათა დაასრულოს ეს უსამართლო ომი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების როლს ამ პროცესის შუამავლობაში. ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს გავუზიარეთ ჩვენი მზადყოფნა სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ექვს დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლის დეტალებზეც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას და თანაწარმოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროებია, რომლებიც აუცილებლად გაზრდის ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების უსაფრთხოებას და სავაჭრო ბრუნვას, რომლის გაზრდაც ნამდვილად გვსურს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ომის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკის თქმით, ომის განმავლობაში უკრაინამ აზერბაიჯანისგან დახმარების 11 პაკეტი მიიღო.

„თქვენ ეხმარებით ჩვენს შვილებს. ჩვენი შვილები ფრონტის ხაზის რეგიონებიდან არიან. მათ განიცადეს ტანჯვა, ომისგან დაიტანჯნენ. ხუთასზე მეტი უკრაინელი ბავშვი აქ არის და ჩვენ მადლიერები ვართ თქვენი ამ მხარდაჭერისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს უსაფრთხოების სფეროში ღრმა თანამშრომლობის დამყარება შეუძლიათ და ამ მიზნის მისაღწევად ბევრია სამუშაო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვითარდება როგორც აზერბაიჯანში, ასევე უკრაინაში და ძალიან კარგი შესაძლებლობებია ერთობლივი წარმოებისა და, ზოგადად, სამრეწველო სფეროში ერთობლივი წარმოებისთვის. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ კომპანია „სოკარი" უკრაინაში წარმატებით ოპერირებს, მრავალი წელია და, ამავდროულად, ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ