25.04.2026 17:47
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის მხარის შუამავლობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ს ოფიციალური თეირანის მოთხოვნები გადასცა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, როგორც გამოცემა იუწყება, არაღჩიმ პაკისტანს გადასცა ირანის პასუხი ამერიკის მოთხოვნებზე.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა. ისლამაბადში გამგზავრებას აპირებენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება.
ავტორ(ებ)ი :