რუსეთის საგარეო უწყება - საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის კრიზისის მოგვარების ნებისმიერი პროგრესის ჩაშლას 25.04.2026 18:21

 

საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის კრიზისის მოგვარების ნებისმიერი პროგრესის ჩაშლას, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, მოსკოვში საფრანგეთის ელჩის, ნიკოლა დე რივიერის იდეები უკრაინის კონფლიქტის „მსურველთა კოალიციის" საფუძველზე მოგვარების შესაძლებლობის შესახებ, არარეალურად გამოიყურება.

„საფრანგეთიდან ჩვენ ვხედავთ არა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მოსაძებნად კონსტრუქციულ წინადადებებს, არამედ პარალელური ინიციატივების დაწყების მცდელობებს, რომელთა შედეგებიც შეიძლება, რუსეთს ულტიმატუმის სახით თავს მოახვიოს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი „არადიპლომატიური" მიდგომა, რომელიც სრულიად მოწყვეტილია ადგილზე არსებულ რეალურ ვითარებას, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ