"თუ მათ საუბარი სურთ, ამისთვის უბრალოდ დარეკვა სჭირდებათ" - ტრამპმა დაადასტურა, აშშ-ის დელეგაცის ვიზიტი ისლამაბადში გაუქმდა 25.04.2026 20:37

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მან გააუქმა აშშ-ის დელეგაცის ვიზიტი ისლამაბადში. 

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს: "მე ახლახან გავაუქმე ჩემი წარმომადგენლების ვიზიტი, რომლებიც პაკისტანის ქალაქ ისლამაბადში, ირანელებთან შესახვედრად მიემგზავრებოდნენ.

ძალიან ბევრი დრო იკარგება მოგზაურობაში, ძალიან ბევრი სამუშაო!

გარდა ამისა, მათ „ლიდერობაში" უზარმაზარი შიდა დაპირისპირება და დაბნეულობაა. არავინ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი.

ასევე, ჩვენ გვაქვს ყველა კარტი, მათ კი არა! თუ მათ სურთ საუბარი, უბრალოდ უნდა დარეკონ!!!"- აღნიშნავს ტრამპი. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ