25.04.2026 21:22
ორბანმა უარი თქვა უნგრეთის პარლამენტში მანდატზე. ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
ორბანის განცხადებით, დასრულდა მისი პარტია „ფიდესის" პრეზიდიუმის სხდომა, და მათ საპარლამენტო ფრაქციის "კარდინალურად რეფორმირება" გადაწყვიტეს, რომელიც 27 აპრილს იქნება ფორმირებული. მისი ხელმძღვანელი გერგეი გულიაში გახდება, ხოლო თავად ორბანი საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას აპირებს.
„მანდატი, რომელიც როგორც „ფიდესი"-„ქრისტიან-დემოკრატები" სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად „ფიდესის" საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის," - განაცხადა ორბანმა.
მან აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას პარტია ეროვნულ სხდომას გამართავს, ხოლო ხელმძღვანელობის ასარჩევად სხდომა ივნისისთვის გადაიდო. ამ მომენტისთვის პარტია „ფიდესის" პრეზიდენტის თანამდებობას თავად ორბანი იკავებს.
ავტორ(ებ)ი :