ფრიდრიხ მერცი: რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 27.04.2026 17:58

 

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შესაძლოა ტერიტორიების დაკარგვის აღიარება მოუწიოს. ფრიდრიხ მერცმა მარსბერგში სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია ტერიტორიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავის მოსახლეობასთან შეათანხმოს და რეფერენდუმიც გამართოს. გერმანიის კანცლერის თქმით, რეფერენდუმის შემთხვევაში, ზელენსკიმ უკრაინელებს ისიც უნდა შეახსენოს, რომ ამით მათ ევროპისკენ გზა გაუხსნა.

„რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რაღაც ეტაპზე კი, იმედია, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაც დაიდება. ამის შემდეგ კი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი უკრაინული აღარ იყოს. თუკი პრეზიდენტი ზელენსკი ისურვებს, რომ ეს თავის მოსახლეობას აცნობოს, უმრავლესობის თანხმობა მოიპოვოს და თუ ამისთვის რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდება, მაშინ ხალხს ისიც უნდა უთხრას, რომ ამით ევროპისკენ გზა გაუხსნა", - განაცხადა მერცმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ