27.04.2026 20:10
ევროკავშირის მაღალჩინოსნები და უნგრეთის მომავალი მთავრობა ოთხშაბათს იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლებიც ბუდაპეშტმა უნდა განახორციელოს 17 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების განსაბლოკად, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
აღნიშნული თანხები წინა მთავრობის პერიოდში, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იყო შეჩერებული.
გაყინული სახსრების ნაწილი, მათ შორის 11 მილიარდი ევრო პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდიდან, ათვისებული უნდა იყოს აგვისტოს შუა რიცხვებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თანხა შეუქცევადად დაიკარგება.
ევროკომისიის განცხადებით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი.
ავტორ(ებ)ი :