28.04.2026 13:28
მოლდოვის რუმინეთთან შეერთებამ, შეიძლება, ქვეყანას ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალება მისცეს, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოქალაქეთა უმრავლესობამ უნდა მიიღოს.
მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატიულ გზებზე.
მაია სანდუმ არ გამორიცხა მოლდოვის კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არაღიარებული „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის" გარეშე.
„ეს შესაძლო გამოსავალია", - აღნიშნა მოლდოვას პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ ოცნება, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენის სტრატეგიაა.
ავტორ(ებ)ი :