ათენის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა 28.04.2026 15:11

ათენის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა სოციალური უზრუნველყოფის ოფისსა და სასამართლოს შენობაში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი" ბერძენ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

პოლიციის ინფორმაციით, სანადირო თოფით შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი თავდაპირველად სოციალური უზრუნველყოფის ოფისში გახსნა და ერთი თანამშრომელი დაჭრა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცს დახმარება გაუწიეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალული ეჭვმიტანილის დაკავება კი ვერ შეძლეს.

 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, იგივე მამაკაცმა მოგვიანებით ცეცხლი გახსნა ათენის ცენტრში მდებარე სასამართლოს შენობის პირველ სართულზე, რის შედეგადაც სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.

 

სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ