ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს ირანთან ომი დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება 29.04.2026 23:13

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირს ირანთან ომი დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება.

 

მისივე თქმით, ეს კონფლიქტით გამოწვეული ფოსილური საწვავის ფასების ზრდის გამო ხდება.

 

„ევროპა ყოველდღიურად თითქმის 500 მილიონ ევროს კარგავს, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ზრდის ფოსილური საწვავის ფასებს. კონფლიქტის მხოლოდ 60 დღეში წიაღისეული საწვავის იმპორტზე ჩვენი ხარჯი 27 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, ისე, რომ არცერთი დამატებითი ენერგიის ერთეული არ მიგვიღია",- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი წარმოაჩინა, როგორც დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს იმპორტირებულ ფოსილურ საწვავზე დამოკიდებულებიდან გადასვლა და ელექტრიფიკაცია უფრო სწრაფად განავითაროს.

 

„გზა აშკარაა. ჩვენ უნდა შევამციროთ გადამეტებული დამოკიდებულება იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და გავაძლიეროთ ადგილობრივი, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის წარმოება - განახლებადი ენერგიებიდან ბირთვულ ენერგიამდე, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, ევროკომისია ზაფხულისთვის წარადგენს ელექტრიფიკაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს „ამბიციურ" მიზანს ევროკავშირის მასშტაბით.

 

„პოლიტიკოს" ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის წარდგენა 10 ივნისისთვის არის მოსალოდნელი და ის წარმოდგენილი იქნება ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების უფრო ფართო სტრატეგიასთან ერთად.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ