დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს 30.04.2026 01:03

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან კარგი და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.

 

მისი თქმით, დისკუსია უკრაინასა და ირანს შეეხო.

 

„კოსმოსზე არ მისაუბრია, უკრაინაზე ვისაუბრე. ცოტა ირანსაც შევეხე. რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს. მგონია, რომ მასაც უნდა გამოსავლის პოვნა და ეს კარგია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა გამდიდრებული ურანის საკითხში, რაც ირანთან ომის დასრულების შეთანხმების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

 

„მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს გამდიდრების პროცესში, თუ შეძლებს, დაგვეხმაროს მის მიღწევაში. მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, ის უკრაინის ომის დასრულებაში ჩაერთოს", - აღნიშნა ტრამპმა.

 

ამასთან, ტრამპის განცხადებით, მან რუს კოლეგას ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა, რასაც, მისივე თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდება.

 

„პრეზიდენტ პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. შევთავაზე მცირე ხნით ცეცხლის შეწყვეტა და, ვფიქრობ, შეიძლება, ამას დათანხმდეს. მან, შეიძლება, ამასთან დაკავშირებით რამე გამოაცხადოს. მას ვუთხარი თუნდაც ეს მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტა იყოს, ამდენი ადამიანი იღუპება, ეს უბრალოდ აბსურდია", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ