01.05.2026 00:26
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამი და ევროკავშირი შტატებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა.
„როიტერის" ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა ევროკავშირი ვიეტნამთან ერთად 301-ე მუხლის მიხედვით შტატებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის მქონე ქვეყნების სიაში დაამატა.
ამასთან, როგორც ცნობილია, ამავე სიიდან აშშ-მა არგენტინა და მექსიკა ამოიღო, რის მიზეზადაც ამ ქვეყნების მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით გაუმჯობესებები დასახელდა.
ავტორ(ებ)ი :