რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს 01.05.2026 10:31

რუსებმა 1-ელი მაისის ღამეს ოდესის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს. დარტყმები განხორციელდა ოდესაში მდებარე საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსებზე, ასევე ოლქის სამხრეთში მდებარე პორტის ინფრასტრუქტურაზე.

 

უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო განგაში დაახლოებით ღამის პირველ საათზე გამოცხადდა.

 

ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი ლისაკმა განაცხადა, რომ მტრის თავდასხმის შედეგად 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ასევე დარტყმა განხორციელდა კიდევ ერთ მაღალსართულიან შენობაზე - ხანძარი მე-11 და მე-12 სართულებზე გავრცელდა.

 

ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.

 

„ღამით დარტყმის ქვეშ მოექცა საცხოვრებელი და პორტის ინფრასტრუქტურა. ოდესაში 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად განადგურდა ერთ-ერთი ბინა, სახურავზე კი ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაშავდა. სხვა მისამართზე უპილოტო საფრენი აპარატი 13-სართულიანი შენობის მე-12 სართულის ბინას დაეცა, იქაც ხანძარი გაჩნდა. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ