აბას არაღჩი - ნეთანიაჰუს ავანტიურა ამერიკას აქამდე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე აცხადებენ 01.05.2026 17:03

პენტაგონი იტყუება. ნეთანიაჰუს ავანტიურა ამერიკას აქამდე 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე აცხადებენ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისთვის არაპირდაპირი ხარჯები გაცილებით მაღალია.

 

„აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისთვის არაპირდაპირი ხარჯები გაცილებით მაღალია. თითოეული ამერიკული ოჯახის ყოველთვიური გადასახადი 500 დოლარია და სწრაფად იზრდება. „ისრაელი უპირველეს ყოვლისა" ყოველთვის ნიშნავს „ამერიკას ბოლო ადგილზე", - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ ომის ხარჯი ამ დროისთვის 25 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ