გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა 01.05.2026 17:40

 

გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ბენზინსა და დიზელზე აქციზის ღირებულებიდან 17 ცენტს ორი თვის განმავლობაში გერმანიის მთავრობა გადაიხდის.

ახალი შეღავათიანი ზომის ამოქმედების გამო, გერმანიის ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის ფასმა დაიწია, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ საწვავზე დროებითი ფასდაკლება პრობლემას ვერ მოაგვარებს და მთავრობისგან დამატებით ზომებს ითხოვენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ