ჩინეთი უსაფრთხოების მიზნით, პეკინში დრონების გაყიდვას კრძალავს - BBC 01.05.2026 18:01

 

ახალი რეგულაციების თანახმად, ჩინეთი პეკინში დრონების გაყიდვას კრძალავს და მათი ექსპლუატაციისთვის სპეციალურ ნებართვას ითხოვს. როგორც BBC წერს, ახალი რეგულაცია ძალაში პარასკევს შევიდა.

მედიის ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქში დრონების და მათი ძირითადი კომპონენტების გაყიდვა, გაქირავება ან იმპორტი აკრძალულია. დრონების მფლობელებს ასევე მოეთხოვებათ თავიანთი მოწყობილობების პოლიციაში რეგისტრაცია.

BBC-ის ცნობით, ბოლო წლებში, ჩინეთმა თანდათანობით გაამკაცრა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების რეგულაციები, რის მიზეზადაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები სახელდება.

დრონები და მფრინავი ტაქსები ე.წ. დაბალი სიმაღლის ეკონომიკის ნაწილია, რაც ჩინეთისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლისგანაც ქვეყანა, სავარაუდოდ, 2035 წლისთვის, ორ ტრილიონ იუანზე (290 მილიარდი აშშ დოლარი) მეტ შემოსავალს მიიღებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ