CNN: მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება - 01.05.2026 19:06

 

მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები კიდევ 9 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონ სტანდარტულ საწვავზე 4.39 დოლარი შეადგინა.

ეს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ფასების ყველაზე დიდი ერთდღიანი მატებაა.

ამერიკის ავტომობილების ასოციაციის (AAA) მონაცემებით, აშშ-ში საწვავის ფასები ახლა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა 2022 წლის ივლისის შემდეგ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავი 33 ცენტით, ანუ 9%-ით გაძვირდა, ხოლო ირანში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ფასების ზრდამ 47%-ს მიაღწია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ