აშშ-მა ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ რამდენიმე სუბიექტს სანქციები დაუწესა, მათ შორის ჩინურ კომპანიებს 01.05.2026 23:22

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ რამდენიმე სუბიექტს სანქციები დაუწესა, მათ შორის ჩინურ კომპანიებს.

სანქციები შეეხო მათ შორის ჩინურ ნავთობტერმინალს, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, 2025 წელს ათეულობით მილიონი ბარელი სანქცირებული ირანული ნავთობი შეიძინა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ნავთობის წარმომავლობის დასაფარად სპეციალურ სქემებს იყენებდა, მათ შორის გემიდან გემზე გადატვირთვას.

ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა ირანის სავალუტო ოპერაციების სამი  კომპანია, ასევე  მათთან დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს ღონისძიებები „ეკონომიკური მრისხანების" ოპერაციის ნაწილია და მიზნად ისახავს ირანის შესაძლებლობის შეზღუდვას - დააფინანსოს ტერორიზმი, შეიარაღება და რეგიონული დესტაბილიზაცია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ