The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა 01.05.2026 23:26

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ეს ნაბიჯი თეთრ სახლს საშუალებას აძლევს, გვერდი აუაროს 60-დღიან ვადას, რომლის ფარგლებშიც კანონმდებლებს ომისთვის თანხმობა უნდა მიეცათ.

კონგრესის ლიდერებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 7 აპრილს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ, რომელიც მას შემდეგ გახანგრძლივდა.

საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, 60-დღიანი ათვლა ნულიდან დაიწყება - ეს არის სამართლებრივი ინტერპრეტაცია, რომელსაც „დემოკრატი" სენატორები, სავარაუდოდ, გააპროტესტებენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ