დონალდ ტრამპი - ირანი ისეთ გარიგებაზე არ მოდის, რაც ჩვენ გვჭირდება, ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ 02.05.2026 09:35

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ირანთან დაპირისპირებაში უპირატესობა აქვს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

 

ტრამპის თქმით, თეირანი ისეთ შეთანხმებაზე არ თანხმდება, რომელიც ვაშინგტონისთვის მისაღები იქნებოდა.

 

„ჩვენ უბრალოდ ვიმარჯვებთ. ეს ჩხუბი რომ ყოფილიყო, უკვე შეჩერდებოდნენ. გესმით ეს გამოთქმა? სიმართლეა. ისინი ისეთ გარიგებაზე არ მიდიან, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ნაადრევად წასვლას, რომ სამი წლის შემდეგ კვლავ ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ", - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ