პიტ ჰეგსეტმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა 02.05.2026 11:41

პენტაგონი გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი" ავრცელებს.

 

პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძანება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გასცა და აღნიშნული პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.

 

„ეს გადაწყვეტილება ევროპაში ჩვენი სამხედრო განლაგების საფუძვლიანი მიმოხილვის შედეგია", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

 

ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა .

 

გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ", საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი „საშინლად" შეაფასა და განაცხადა, რომ მას „არაფერი ესმის".

 

გერმანიაში ამჟამად 36 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს, რაც ევროპაში აშშ-ის ყველაზე დიდი კონტინგენტია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ