02.05.2026 11:58
უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი პეტერ მადიარი ადასტურებს, რომ თავისი დის მეუღლის იუსტიციის მინისტრად დანიშვნას აპირებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას განმარტავს.
მადიარმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ კანდიდატს კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვს.
„მომავალი იუსტიციის მინისტრის შიდა და საერთაშორისო კარიერა, მაღალი დონის სამუშაო და ხედვა უდავოა. ის რეჟიმის შეცვლისთვის ჩვენს მოძრაობაში თავიდანვე იყო, აყალიბებდა და წარმართავდა ჩვენს საქმიანობას. ჩვენს საზოგადოებაში გაერთიანებიდან დიდი ხნის შემდეგ კი მან თავისი ცხოვრება ჩემი დის ცხოვრებას დაუკავშირა", - განაცხადა მადიარმა.
როგორც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი განმარტავს, ოჯახური კავშირი „სერიოზულ დილემას" უქმნიდა, თუმცა გადაწყვიტა, გამჭვირვალობა უზრუნველყოს. ამ მიზნით, მის დას, რომელიც მოსამართლედ მუშაობდა, უფლებამოსილება შეუწყდება.
პეტერ მადიარის დის მეუღლე მარტონ მელეთეი-ბარნა იურისტია და მადიარის კურსელი უნივერსიტეტიდან. ის პარტია „ტისას" დამფუძნებელთა შორისაა, მას სამართლებრივი დირექტორის პოსტი ეკავა.
ავტორ(ებ)ი :