ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში 11 ქალაქისა და სოფლის ევაკუაციის ბრძანება გასცეს - Abc News 03.05.2026 15:46

 

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაეიმ ლიბანის 11 ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებს სახლების დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა და განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები დაზარალებულ რაიონებში, ძალის გამოყენებით, "ჰეზბოლას" სავარაუდო სამიზნეების წინააღმდეგ მოქმედებას გეგმავენ, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ადრეის თქმით, ალ-დუვაირის, არაბ სალიმის, ალ-შარქიას, ჯიბშითის, ბრაშიტის, სარაფანდის, დუნინის, ბრიკას, ქაქაია ალ-ჯისრის, ალ-ქასიბასა და კაფრა სირას მაცხოვრებლებმა, დასახლებები შემდგომ გაფრთხილებამდე უნდა დატოვონ.

როგორც ABC News-ი გაეროს უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ისრაელის საჰაერო დარტყმების, სახმელეთო ოპერაციებისა და ევაკუაციის ბრძანებების შედეგად, ლიბანში 1 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ