მარკ რუტე - აშშ-ის მხრიდან იყო იმედგაცრუება ევროპის რეაქციაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი 04.05.2026 10:04

აშშ-ის მხრიდან იყო იმედგაცრუება ევროპის რეაქციაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ხმამაღლა და ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ერევანში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტი მიმდინარეობს.

 

„როგორც იცით, აშშ-ის მხრიდან გარკვეული იმედგაცრუება იყო, როდესაც საქმე ეხება ევროპის რეაქციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და ისრაელისა და აშშ-ის ირანის წინააღმდეგ კამპანიაზე. თუმცა, ასევე ვიტყოდი, რომ ევროპელ ლიდერებთან ჩემი ყველა კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს გზავნილი. მათ ხმამაღლა და ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი.

 

ამასთან, ვხედავ, რომ სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა წინასწარ პოზიციონირებს აუცილებელ ლოჯისტიკურ და სხვა სახის მხარდაჭერას. მე ვიტყოდი, რომ დიახ, იყო გარკვეული იმედგაცრუება აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ევროპელებმა მოუსმინეს აშშ-ს და აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილს, როგორც ეს გასულ წელს ნატო-ს სამიტზე გააკეთეს",- განაცხადა რუტემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ