04.05.2026 10:06
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თვითმფრინავი, ტექნიკური პრობლემების გამო, კვირას საღამოს თურქეთში ავარიულად დაეშვა.
სანჩესი სომხეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა
„ესპანეთის დელეგაცია ღამეს ანკარაში გაათევს, ვიდრე დილით სომხეთისკენ გზას განაგრძობდეს", - ნათქვამია ესპანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელშიც არ არის დაზუსტებული თუ რა ტექნიკური პრობლემა შეექმნა ხომალდს.
ავტორ(ებ)ი :