ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ არ სურს აშშ-მა იტალიიდან სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს 04.05.2026 19:11

 

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, მას არ სურს, აშშ-მა იტალიიდან სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს და მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას. თუმცა აღნიშნავს, რომ „ეს გადაწყვეტილება მასზე დამოკიდებული არაა".

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას დონალდ ტრამპმა კითხვაზე, განიხილავდა თუ არა, გერმანიის მსგავსად, ესპანეთსა და იტალიაში დისლოცირებული კონტინგენტის გაყვანას, განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, განიხილავდა.

ესპანეთმაც და იტალიამაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ირანზე თავდასხმების განხორციელების მიზნით თავიანთი ბაზებით სარგებლობა შეუზღუდეს.

იტალიაში ამჟამად 12 000-მდე ამერიკელი სამხედროა განთავსებული.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ